მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: უარყოფითი ეკონომიკური ზრდა მინიმუმადეა დასული

5f9bea8822e07
ვიქტორია მღებრიშვილი
30.10.20 14:26
730
"უარყოფითი ეკონომიკურ ზრდა მინიმუმადეა დასული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველი და მეორე ტალღის პერიოდში მთავრობის მიერ ბიზნესთან, მოქალაქეებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგი.

„სექტემბერში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იყო -0.7%, რაც პირდაპირ მიუთითებს იმ სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღების და აღდგენის ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე საქართველოში ფაქტია. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთმნიშვნელოვად აფიქსირებს, რომ საქართველოს აქვს რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში და ფართო რეგიონში იყოს ლიდერი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება ერთდროულად შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გახარიამ.

სექტემბერში საქართველოში 0.7%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო, ცხრა თვეში ეკონომიკა 5%-ით შემცირდა