მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში

61c3553a41b94
BM.GE
22.12.21 20:45
548
განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი - მე ამაზე ვმუშაობ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრია საქმე და სამუშაო, ამიტომ გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოების დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები აი ამ საკანონმდებლო ორგანოებით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.