03.ოქტომბერი .2019 10:14

გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტს დავალება მისცა

views 5030
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 30%-დან 25%-მდე მცირდება, მთავრობის მხრიდან სრულადაა მხარდაჭერილი.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული ზომების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსი - დაახლოებით, 700 მლნ დოლარი პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას.

„ამისთვის საქართველოს მთავრობა, შემდეგი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში, იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება, უახლოეს მომავალში, შემდგომი კვირისთვის და ყველამ ერთად ჩვენი სამინისტროებისს, სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა