მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები წარადგინა

60092daa320b9
ინგა მურუსიძე
21.01.21 11:29
1674
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ვიცე-პრემიერები წარადგინა.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, ხოლო მეორე ვიცე-პრემიერის პოსტს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

გახარიას თქმით, როგორც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ისე დეოკუპაცია და საგარეო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ქვეყნისთვის.

გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ორივე მათგანი ეფექტური იქნება თავის სფეროში.