მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარიას და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

5faab54300dcb
BM.GE
10.11.20 19:42
571
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც bm.ge-ის მთავრობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

გიორგი გახარია ტელეფონით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც ესაუბრა.