03.სექტემბერი .2019 15:00

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამაში ანაკლიის პორტიც მოხვდა

views 4011
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მისი სამთავრობო პროგრამა წარადგინა. პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით გახარიას მთავობის ხედვებს მოიცავს.

ეკონომიკური ნაწილი რამდენიმე თავისგან შედგება და ძირითად ხედვებში მისი წინამორბედის მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამას იმეორებს.

გახარიას პროგრამაში ერთ-ერთ მიმართულებად საქართველოზე, როგორც რეგიონული ჰაბზეა საუბარი. ამავე ნაწილში ექცევა ანაკლიის პორტის თემაც.

“გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არამხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სატრანსპორტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად”,- ნათქვამია პროგრამაში.

ამავე ნაწილშია ხაზგასმული, რომ უნდა მოხდეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური ცენტრების განვითარების ხელშეწყობის გზით. აქვეა მითითებული, რომ აუცილებელია აქტიური მუშაობა საქართველოში გამავალ სატრანსპორტო დერეფანში მეტი საერთაშორისო ტვირეთების მოზიდვისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა