საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტი გიორგი გოცაძე მომხრეა, რომ ახალი კლინიკების გახსნამდე გარკვეული რეგულაციები არსებობდეს და წინასწარ განისაზღვროს ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულების გახსნის საჭიროება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.
“აშშ-ში სახელმწიფო ერთი მხრივ, უყურებს კონკურენციას, თუმცა, ასევე ყურადღებას აქცევს, რამდენად საჭიროა ან არ არის საჭირო მორიგი კლინიკა კონკრეტულ ადგილზე. ჩვენთან კი ამ კუთხით "ველური დასავლეთია"- რაც გინდა გააკეთე ჯანდაცვაში”,- აცხადებს გიორგი გოცაძე.
მისივე თქმით, აშშ ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა, მაგრამ დიდი ხანია დადასტურებულია, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორში მხოლოდ კონკურენციის იმედად ვერ იქნება, რადგან ეს არ უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებს.
“მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა აქვს აშშ-ს, ასევე ჰოლანდიას. რატომ ვასახელებ ამ ქვეყნებს? ამ ქვეყნებს გააჩნიათ ე.წ. საჭიროების სერთიფიკატი - მე როგორც ინვესტორმა, თუ გადავწყვიტე საავადმყოფოს მშენებლობა, ვერ ავაშენებ, თუ არ შევუთანხმებ სახელმწიფოს გარკვეულ პარამეტრებს: რა ფუნქციები მექნება, რა სერვისებს მივაწოდებ, რომელ გეოგრაფიულ არეალში იქნება ჩემი საავადმყოფო და არის თუ არა მისი საჭიროება”,- აცხადებს გიორგი გოცაძე.
საქართველოში დღეს 415 კლინიკა და 18 ათასამდე საწოლია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მაჩვენებლებით ქვეყანა ისეთ განვითარებულ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორიც ბრიტანეთი და გერმანიაა, სადაც 100 ათას მოსახლეზე ბევრად ნაკლები საწოლი მოდის. ეკა ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს დაარეგულირებდა, საქართველოში კი ამდენი კლინიკა საჭირო არ არის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?