მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მლრდ დაიხარჯება

5d975738a76b4
თელარა გელანტია
04.10.19 19:00
694
2020 წელს, კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე და 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მიღებული შემოსავალი სწორედ მოსახლეობის საჭიროებებზე მიიმართება.

„მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული გვაქვს 5%-ის ოდენობით. ამაზეა დაფუძნებული ჩვენი რესურსები. ასევე, ჩვენ დაბალ ნიშნულზე - 2.7%-ზე შევინარჩუნეთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. და რაც მნიშვნელოვანია, არ შევამცირეთ კაპიტალური ხარჯების წილი ბიუჯეტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.