„ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს, მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის“, - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, თანხა, რომელიც 2021 წელს ჩადებულია შრომით ანაზღაურებაში არის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაიზარდა შრომის ანაზღაურება, ის მატება, რომლზეც საუბარია სწორედ, მათი ხელფასების დაფარვას მოხმარდება მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. გარდა ამისა, შეფასებები იყო, თითქოს, მომდევნო წელს თანხებია გათვალისწინებული მიმდინარე წელს აღებული ვალების გადასახდელად. ესეც არ არის რეალობა, ვინაიდან ერთადერთი, რაც განსხვავებულია და დიდი მოცულობის ვალის დაფარვა ხდება, ეს არის ევრობონდების ნაწილი, რომლის დაფარვის ვალდებულება 2021 წელს გვაქვს და ბიუჯეტში ეს თანხაა გათვალისწინებული,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ