02.დეკემბერი .2019 21:15

გიორგი კაკაურიძე: 3,5%-იანი საშუალო ინფლაცია ვფიქრობ, რომ რეალისტურია

views 267
უკან

დაახლოებით 3,5% საშუალო ინფლაცია, მე ვფიქრობ, რომ რეალისტურია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ BMG-ის გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა.

„ინფლაციის მაჩვენებელი რამდენიმეა წარმოდგენილი ბიუჯეტში. ერთი არის ინფლაცია მომდევნო წლის ბოლოსთვის ანუ 2020 წლის ბოლოსთვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ინფლაცია ნამდვილად დაუბრუნდება 3%-იან ნიშნულს, ანუ მის მიზნობრივ მაჩვენებელს. რაც შეეხება საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს, ის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე პირველ წარდგენაზე იყო წარმოდგენილი და 3,5%-ს შეადგენს. ჩვენ ველოდებით, რომ წლის პირველი კვარტლის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელს ეტაპობრივი შემცირება ექნება, შესაბამისად, დაახლოებით 3,5% საშუალო ინფლაცია, მე ვფიქრობ, რომ რეალისტურია“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა