მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კანდელაკი მთავრობას კარანტინის გაუქმებისა და რეგულარული ფრენების აღდგენისკენ მოუწოდებს

5f15513e7e9a6
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.20 13:33
929
გააუქმეთ კარანტინი და დაუშვით რეგულარული ფრენები გამწვანებულ ქვეყნებში - მოუწოდებს მთავრობას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი და აღნიშნავს რომ „ევროპული საქართველოს“ პროგნოზი გამართლდა.

მისი თქმით, ქართული ოცნების მთავრობამ განზრახ შექმნა ვითარება, რომელშიც ქვეყანა დე ფაქტო დიდწილად მაინც დახურულია, ფრენები კი იქნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი. ინფორმაციამ იმის შესახებ რომ თბილისი-მიუნხენის რეგულარული რეისის განახლების შემდეგ ბილეთის ფასი 4 000-დან 7 100 ლარამდე მერყეობს საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

„ევროპული საქართველოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ამგვარი ვითარება ოცნების მთავრობის ორი მავნებლური ნაბიჯის შექმნის შედეგად შეიქმნა:

1. კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა: აირზენას და, განსაკუთრებით, ვიზეარს, რომლის რეგულარული ფრენების განახლებას უამრავი ადამიანი იმედის თვალით შეყურებდა, ფრენები გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე არაფორმალურად აუკრძალეს. 2. დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინის ძალაში დატოვება: ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში რეისების სიხშირე, მგზავრთა ნაკადი და კონკურენცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია რომელთა შეზღუდვით მთავრობა განზრახ იწვევს ბილეთების ასტრონომიულ გაძვირებას”, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აღნიშნავს, ნათია თურნავას განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები იმდენივეს ხარჯავდნენ საზღვარგარეთ რამდენიც უცხოელ ვიზიტორებს შემოქონდათ ქვეყანაში მტკნარი სიცრუეა. ის ეროვნული ბანკის მონაცმეებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2019 წელს საქართველოში ტურისტებმა თითქმის ოთხჯერ მეტი ფული დახარჯეს ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა საზღვარგარეთ.

„გარდა ამისა, მას (ნათია თურნავას) ავიწყდება რომ ადამიანები მხოლოდ დასვენების მიზნით არ მოგზაურობენ - უამრავი ადამიანი ვერ გადის და შემოდის ქვეყანაში ოჯახურ თუ პირად საქმეზე მთავრობის მიერ დაწესებული ბრიყვული და ანტიკონსტიტუციური შეზღუდვების შედეგად. კარანტინის აბსურდულობის წარმოსაჩენად, თუ წარმოვიდგენთ მდგომარეობას რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან ხოლო მათი დედა გამწვანებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის, მაშინ ბავშვები უნდა მოთავსდნენ კარანტინში დედა კი - არა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას დაუკმაყოფილოს მოთხოვნილი სიხშირეები გამწვანებულ ქვეყნებში ყველა ავიაკომპანიას, განსაკუთრებით კი ვიზეარს, და მოხსნას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის თუკი ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის მიერ გამწვანებულ ქვეყნებში. ასევე მოვუწოდებთ ე.წ. გამწვანებული ქვეყნების ნუსხაში შეიყვანოს კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნები, პირველ რიგში კი პოლონეთი“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.