"ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატი გიორგი კანდელაკი მთავრობის მიერ ქვეყანაში შემომსვლელთათვის კარანტინის რვა დღემდე შემცირებას გამოეხმაურა. კანდელაკის თქმით, გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლის შედეგადაა მიღებული და აჩვენებს, რომ ორკვირიან კარანტინს მეცნიერული საფუძველი თავიდანვე არ ჰქონდა.
„ამავე დროს, გადაწყვეტილება ინარჩუნებს დისკრიმინაციულ კარანტინს უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აუცილებელია, რომ დისკრიმინაცია გაუქმდეს და უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მომავალი ყველა ადამიანი დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას,“ – აღნიშნა კანდელაკმა.
მან ასევე მოუწოდა მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანოს კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ისეთი ქვეყნები როგორებიცაა საბერძნეთი და პოლონეთი.
„ასევე მოვუწოდებთ მთავრობას ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებიდან შესაძლებელი იყოს ქვეყანაში შემოსვლა 24-საათიანი კარანტინისა და რამდენჯერმე განმეორებადი ტესტით, ისევე როგორც აპრობირებულია მრავალ მათ შორის კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებში,“ - აღნიშნა მან.
გიორგი კანდელაკმა მთავრობას ასევე მოუწოდა ავიაკომპანიებს, პირველ რიგში კი "ვიზეარს", დაუყოვნებლივ მიეცეთ ნებართვა დაიწყონ რეგულარული რეისები უსაფრთხო ქვეყნებიდან - იმ დათქმით რომ მათ რიცხვში შეტანილი იქნებიან კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნები.
დასასრულს კანდელაკმა კარანტინის მომსახურებაზე სასტუმროებთან გაფორმებულ გაუმჭვირვალე კონტრაქტებზე და კორუფციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების შემომწირველთა მფლობელობაში არსებულ სასტუმროებში ხვდება, რაც უდავო კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?