20.თებერვალი .2020 14:40

გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რატომ არ აპირებს პოლიტიკაში მობრუნებას

გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რატომ არ აპირებს პოლიტიკაში მობრუნებას
views 1595
უკან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ თავად პოლიტიკაში მობრუნებას არ გეგმავს და განმარტა - რატომაც.

„არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. რა თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას არ ვგეგმავ უბრალო მიზეზის გამო -  მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით და დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა ძალიან ბევრი გადაწყეტილების მიღების დროს, მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ის მოტივაცია, რომელიც მქონდა - ეს იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა“, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა