25.აპრილი.2016 19:33
ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს.
 
აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა 693 მილიონი აშშ დოლარია.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. მისი განმარტებით, ხელისუფლების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია: საგადასახადო რეფორმები და მეწარმეობის მხარდაჭერა; ინფრასტრუქტურის განვითარება; განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული კადრების მომზადება ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად; ღია მმართველობის განმტკიცება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოცხადა საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მან მადლობა გადაუხადა ჯიმ იონგ კიმს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.

მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

25.აპრილი.2019 23:04
35

რეგულაციები აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობებს აჩენს

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:59
61

"ვითიბი ბანკის" საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:35
128

კობა გვენეტაძე: რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:30
121

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: რეგულაციებს უკვე შევეგუეთ

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:37
49

სებ–ის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.70 ლარი გახდა

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:40
121

ADB - ანაკლია საქართველოს გლობალურ ლოგისტიკის და ბიზნესის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება

ვრცლად