26.დეკემბერი .2015 18:34

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სრულ შემადგენლობას პარლამენტს უცვლელად წარუდგენს

views 1265
უკან

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სრულ შემადგენლობას პარლამენტს უცვლელად წარუდგენს, - აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა