28.სექტემბერი .2019 17:32

გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს - "ახალგაზრდა თაობის დროა"

views 494
უკან

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი tv Pirveli-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ახლა ახალგაზრდა თაობის მოსვლის დროა.

„გამოვრიცხავ პოლიტიკაში წასვლას თავიდან. ბევრი მიზეზის გამო. უბრალოდ ჩემი სურვილი არ არის, რომ წავიდე პოლიტიკაში. მე ამის უფლება მაქვს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არის უფრო ახალგაზრდა თაობის დრო, ჩვენი შვილების თაობის. მე ვგულისხმობ ადამიანებს, ვინც 30 წელს მიაღწიეს ან 30-ს გადაცდნენ, გარკვეული წარმატება მოიპოვეს ცხოვრებაში და არიან გულანთებულები. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების დროა პოლიტიკაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე 2015 წელს დაინიშნა და თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა. თავად გიორგი კვირიკაშვილმა საქმიანობა EBRD-ში გააგრძელა, საერთაშორისო მრჩევლის პოზიციაზე და უზბეკეთის მთავრობას უწევს რეკომენდაციებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა