მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება

5efa37aaaba28
BM.GE
29.06.20 22:38
1401
გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება. ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში წერს:

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის", – წერს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.