მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ლაკირბაია: "შუახევიჰესი მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას"

5e99c40e0015f
ინგა მურუსიძე
17.04.20 19:19
1016
"შუახევიჰესი 450 მლნ კვ.სთ-ით გაზრდის ელექტროენერგიის საქართველოში გამომუშავებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას“, - ამის შესახებ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლაკირბაიამ.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სოფელ გორხანაულიდან და მახალაკიძეებიდან შიშობს, რომ გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის დონის მატება შეინიშნება, რაც სამომავლოდ შესაძლოა რისკის შემცველი გახდეს გარემოსთვის. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიაში’’ აცხადებენ, რომ გვირაბთან დაკავშირებულ რისკებზე, მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.

„შუახევიჰესის პროექტის განვითარების პირველივე ეტაპიდან მშენებელობის არეალში დაფუძნდა საინფორმაციო ცენტრები, რომლის მთავარი მიზანი, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია იყო. ამ ხნის მანძილზე არ დარჩენილა არც ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რომელიც ადგილზე არ შესწავლილიყო. მუდმივად მიმდინარეობს გვირაბის ირგვლივ არსებული პერიმეტრის ინსპექტირება. სოფელ გორხანაულის შემთხვევაში გვირაბების შევსების შემდგომ წყლის დონე არ მომატებულა, ამავდროულად ირგვლივ არსებული ტერიტორია მთლიანად მშრალია. რაც შეეხება სოფელ მახალაკიძეებს, რომელიც სოფელ გორხანაულიდან ბევრად მოშორებითაა და კლიმატური პირობებიც განსხვავებულია, ვინაიდან წლევანდელი წელი გამოირჩეოდა უხვი ნალექით და თოვლის დნობის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მდინარის კალაპოტში წყლის დონის მატება შეინიშნება, რაც სწორედ შესაბამისი ბუნებრივი კლიმატური მოვლენების შედეგია. გარდა ამისა, იმ კონკრეტული ტერიტორიიდან, რაზეც ადგილობრივების ნაწილი საუბრობს, გვირაბის ხაზი თითქმის ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული“, - განაცხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა, გიორგი ლაკირბაიამ.

შუახევი ჰესის პროექტი საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარზე მეტია.
NS