მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ლალიაშვილი: „შემთხვევით შექმნილი აპლიკაცია დღეს 500 Startup-ერია“

5f64f6f028bce
თათია კაკიაშვილი
18.09.20 23:40
1804
29 წლის ქართველმა სტარტაპერმა, გიორგი ლალიაშვილმა ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო ბრენდისგან ინვესტიცია მოიზიდა. ლალიაშვილი Stack-ის ანტეპრენერია და ერთ-ერთია იმ ტოპ-ხუთ ქართველ სტარტაპერს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის რჩეული გახდა და შედეგად, მსოფლიოში წამყვან ბიზნეს აქსელერატორის - 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განარძობს.

„შემთხვევით შექმნილი აპლიკაცია ისეთ პლატფორმაზე ავტვირთეთ, სადაც ინოვაციური პროდუქტები ფასდება ხოლმე და, ჩვენდა გასაკვირად, ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ხალხს ასეთი პროდუქტი სჭირდება. ის საჯაროდ საკმაოდ ადრეულ პერიოდში გავუშვით და მისი არასრულყოფილების ცოტა გვრცხვენოდა კიდეც. Stack არც დღეს არის სრულყოფილი, მაგრამ მომხმარებლისთვის იმდენად ინოვაციური და საჭირო აღმოჩნდა, რომ პროდუქტის ხარვეზები ასატანია“, - ამბობს BMG-ისთან ახალგაზრდა ინოვატორი.

ახალგაზრდა ინოვატორის მთავარი გამოწვევა ახლა 500 Startup-ის მეორე ტურია, სადაც, გიორგი ლალიაშვილის მოლოდინით, მონაწილეობის შედეგად, ინვესტიცია იმის საშუალებას იძლევა, რომ სტარტაპი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პროდუქტის განვითარებაზე, გაზრდაზე და მომხმარებლის მეტად დაინტერესებაზე იყოს ფოკუსირებული.

„სწორედ ეს იქნება ჩვენი სამომავლო გეგმა, რომ პროდუქტი მეტად მასშტაბური გავხადოთ. 500 Startup-ში მონაწილეობისას ძალიან კარგი ინსტრუმენტების და ხელსაწყოების შესახებ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, როგორ უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო სწრაფები. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო ეტაპზე ვართ, რადგან ეს ცოდნა ჩვენთვის კვლავ ხელშესახებია და სასიხარულოა ისიც, რომ 500 startup იმ ცოდნას გვიზიარებს, რომელიც 10 წლის განმავლობაში აქვს დაგროვებული“, - ამბობს BMG-ისთან გიორგი ლალიაშვილი.

ცნობისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება.