17.ოქტომბერი .2019 20:20

გიორგი მარგველაშვილი ანაკლიის პორტსა და "თიბისი ბანკის" საქმეზე კომენტარს აკეთებს

views 1048
უკან

„თიბისი ბანკზე და ანაკლიის პორტზე ისეთი დარტყმა ხდება, მამუკა იქით იყოს, საქართველოსთვის არის პრობლემური,“ - ამის შესახებ „TV პირველში“ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ანაკლიის პორტის გაჩერება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვაა.

„არავინ დამიწყოს იმის მტკიცება, რომ 11 წლის წინ ერთი გადარიცხვის ამოღება პოლიტიკურად მოტივირებული საქმე არ იყო იმ დროს, როდესაც ამ ამბავს არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. არავინ თქვას, რომ ამ საქმის გაცოცხლება და ასეთ რანგში აყვანა, არ იყო არანაირი პოლიტიკური მოტივაციის.

მე ვხედავ ხაზარაძესთან დაპირისპირებას, ვხედავ დევნას მის ბანკში საქმიანობასთან დაკავშირებით, ვხედავ დევნას მის ანაკლიის საქმიანობასთან მიმართებაში და ახლა ვხედავ აგრესიას მასზე უკვე, როგორც პოლიტიკოსზე. თუ ანაკლიის პორტი გაჩერდა, ეს ხომ ინვესტიციების ნაკლებობაა ქვეყნისთვის, ასევე სამუშაო ადგილების დაკარგვა და ბოლოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

​​

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა