მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ნათენაძე – წელს, შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთში ყურძნის სუბსიდირება საჭირო გახდეს

5ed69bc961cc0
თამთა ჯიჯავაძე
02.06.20 23:40
1549
ექსპორტის თვალსაზრისით ჩვენი მოლოდინი არ ვიცით როგორი იქნება, თუმცა, წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გასული წლის შეკვეთების 30-40% მაინც იქნება, – ამის შესახებ ნათენაძის მარნის და კომპანია ვარძიის ტერასების დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ნათენაძემ გადაცემა “საქმის კურსში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს იმედები და პარტნიორთან მოლაპარაკების შედეგად კომპანიამ იცის, რომ ეს შეკვეთები ისევ განხორციელდება.

თუმცა, გიორგი ნათენაძის თქმით, იმედების გარდა არის პრობლემებიც.

„ჩვენ გვაქვს აღებული სესხები, იმისათვის რომ ჩვენი აგროტურისტული ობიექტები მოგვეწყო, ეს არის სესხები და თუნდაც თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, რაც ძალიან კარგია. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ამ თანხების გადახდა წელს ვერ შევძლოთ. კარგი იქნება თუ სახელმწიფო წამოვა იმ შეთანხმებაზე, რომ ჩვენს აგროტურისტულ ობიექტებზე მომუშავე ადამიანების საშემოსავლო გადასახადების არა გადავადება, არამედ გაუქმება მოხდეს 2020 წელს“, – აღნიშნა გიორგი ნათენაძემ.

მეღვინემ რთველის პერიოდში სამცხე-ჯავახეთში ყურძნის სუბსიდირების საკითხზეც ისაუბრა:

„მე რადგან სამცხე-ჯავახეთის ზონაში ვარ, აქ სუბსიდირება არ ხდება, იმიტომ რომ არც არის ამის საჭიროება, რომ სახელმწიფომ სუბსიდირება გაგვიკეთოს. ეს ძირითადად კახეთის რეგიონზეა ორიენტირებული. ვფიქრობდი, რომ აქამდე არ იყო საჭირო სუბსიდირება, მაგრამ წელს შეიძლება ამის საჭიროება იყოს, ვინაიდან გვაქვს სერიოზული კრიზისი და ამ პირობებში შესაძლოა, ქარხნებს სურვილი არც ჰქონდეთ დამატებით შეიძინონ ყურძენი. ამიტომ თუ სუბსიდირება მოხდება, გლეხსაც წავახალისებთ და იმ საწარმოებსაც, რომელთაც სურთ ყურძნის შეძენა“, – აღნიშნა გიორგი ნათენაძემ.