მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პაპავა: 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე მეტის მოლოდინი არ მაქვს

6148495ba99f6
თათია ჩაფიჩაძე
16.09.21 22:40
766
"აისეტის" მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა წელს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არ პროგნოზირებს. „საქმიანი დილის“ ეთერში პაპავამ განაცხადა, რომ რეალობასთან ყველაზე ახლოს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან 8.5%-იანი ზრდა დგას.

„ბოლო პროგნოზს, რასაც მე გავეცანი სებ-ის მხრიდან მიმდინარე წელს ეკონომიკის 8.5%-ით გაზრდას შეეხებოდა და ამისგან განსხვავებული მოლოდინის რაიმე მიზეზი არ მაქვს, შესაბამისად ალბათ მას მივენდობი.

ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ქვეყანაში მნიშვნელოვნად უარესდება რიგი მიმართულებები, როგორც პოლიტიკური, ასევე ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმის მიმართულებითაც, რომელიც დაკავშირებული იყო გარკვეული ვალდებულებების შესრულებასთან და შესაბამისად ეს გადათარგმნილ იქნა სწორად იმით, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ის ვალდებულება იმ დონეზე, რა დონეზეც ჰქონდა აღებული. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ნეგატიური ეფექტი აქვს ქვეყნის საგარეო ინვესტორებისთვის.

ასევე როდესაც ჩვენ პანდემიის შემდგომ აღდგენაზე ვსაუბრობთ მხოლოდ ეკონომიკის ზრდის შეხედვა არ იქნება სწორი, განათლების სექტორიდან დაწყებული, სადაც უკვე ორი წელია სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს და მოსწავლეები და სტუდენტები ვერ იძენენ იმ უნარებს, რომელიც მომავალში გამოადგებათ, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით გაგრძელებული, ეკონომიკურ შედეგებზე გრძელვადიან პერიოდში ეს ყველაფერი უფრო მტკივნეულ ასახვას პოვებს.“ - განაცხადა პაპავამ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა".