ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას განცხადებით, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ლარიზაციის პოლიტიკა პრიორიტეტი არ უნდა იყოს - ამის შესახებ პაპავამ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარიზაციის პოლიტიკა საკრედიტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის სესხების მიმზიდველობის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებას ემსახურება. მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციების, მათ შორის 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვის შედეგად, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია შემცირებულია. თუკი 2020 წლის თებერვალში ამ სესხების 44.5% იყო უცხოურ ვალუტაში ამჟამად ეს მაჩვენებელი 40.4%-ზეა. ბიზნეს სესხების მიმართულებით, დაკრედიტების 70% კვლავ უცხოურ ვალუტაშია.
ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ არსებულ კრიზისულ ვითარებაში ლარიზაციის გასაზრდელად მიმართული ახალი რეგულაციების შემოღება სწორი ნაბიჯი არ იქნება.
“დღეს ქვეყანას იმდენად მნიშვნელოვანი სხვა გამოწვევები უდგას, რომ ლარიზაციის მიზნით დღეს გარკვეული პოლიტიკის განხორციელება და ახალი ნაბიჯების გადადგმა არ არის პრიორიტეტი.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა არ იზრდება, გვაქვს 6%-იანი ვარდნა, საკმაოდ დაბალი ზრდის პრონოზი გვაქვს წლევანდელ წელს ამავდროულად ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია, ვაქცინაციის მიზნებს თავს ბოლომდე ვერ ვაბამთ რასაც შიდა მიზეზები აქვს. ვეთანხმები ამ გამონათქვამს, რომ ლარიზაცია კონკრეტულად დღეს პრიორიტეტი არ შეიძლება რომ იყოს ქვეყნისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკის შემობრუნება უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ უმჯობესია რომ ამ მიმართულებაზე ნაკლები აქცენტი იყოს,”- აცხადებს გიორგი პაპავა.
ლარიზაციის პოლიტიკის ნაცვლად ეკონომისტი გიორგი პაპავა მთავრობას და ეროვნულ ბანკს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
“უმჯობესია აქცენტი გავაკეთოთ ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე არის ორიენტირებული.
როდესაც გვაქვს შეზღუდვა 200,000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემასთან დაკავშირებით, ესეც დამატებით ხარჯს უწესებს მსესხებლებს. მარამ გრძელვადიან პერიოდზე როდესაც არის საუბარი, უნდა დაითვალოს და გაანალიზდეს მისი შედეგები,” - აცხადებს გიორგი პაპავა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი