მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პაპავა: საგარეო ვალის დაფარვაზე დარდის დრო არ გვაქვს

5e84a4eed4939
ნინი ლონგურაშვილი
01.04.20 19:30
1801
"ახლა არ გვაქვს ფუფუნება, ვიდარდოთ იმაზე, თუ როგორ გავისტუმროთ საგარეო ვალი“ ეს განცხადება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ „საქმიან დილაში“ განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო ქვეყნის ეკონომიკის წინაშე შექმნილ გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრა.

ეკონომისტმა ყურადღება საგარეო დაფინანსების მიღების უპირატესობებზე გააკეთა.

“ჩვენ დღეს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ვიდარდოთ იმ ნაწილზე მერე როგორ გავისტუმრებთ ამ ვალს. მითუმეტეს თუ ეს საგარეო დაფინანსებაა, ის მიბმული იქნება გარკვეულ მოთხოვნებთან მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით ანუ არავინ გვასესხებს ფულს, ჩვენ როგორც მოგვეპრიანება ისე დასახარჯად, რადგან კონკრეტულ მოთხოვნებს მიაბამს ამ დაფინანსებას, ამიტომ ამ კუთხით საგარეო დაფინანსების მოზიდვის დადებითი მხარე ისაა, რომ ნაკლებად არსებობს რისკი, რომ მან მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას, რადგან თავის ვალდებულებებთან ერთად იქნება ეს დაფინანსება მოზიდული. სხვადასხვა შეფასებები მოვისმინე. მინიმალური თანხა რაც არის ნახსენები, ესაა დაახლოებით, $400 მლნ, თუმცა ალბათ შეიძლება, რომ ჯამურად ეს თანხა $1 მლრდ-მდე ავიდეს, თუმცა ამის პროგნოზი ჯერ ძნელია”, - განაცხადა გიორგი პაპავამ.