მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს

5f59f1d634cc6
BM.GE
10.09.20 13:27
2281
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ იქნა არჩეული.

ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს. ასევე 1700 რეგიონალურ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას. საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.
,,ევროპალატა ევროკავშირში მთავარი ბიზნეს გაერთიანებაა და ბიზნესის ინტერესების დამცველი. შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო პალატის ძლიერი პოზიციები ნიშნავს ქართული ბიზნესის ძლიერ პოზიციებს ევროკავშირში,’’- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისივე თქმით, ბიზნესის მხრდამჭერი პროექტების ხელშეწყობის დაფინანსებისა და ადვოკატირების მიმართულებით საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპალატასთან, ასევე ევროპალატის წევრ სხვა პალატებთან. ,,მსოფლიო პანდემიის ფონზე, პალატებმა შეიძინეს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან მიმოსვლები ნაკლებია, ევრო პალატა არის სწორედ ის პლატფორმა, რომლის საშუალებით უფრო ხშირი გახდა პალატის ექსპორტის წახალისების შესაძლებლობების გამოყენება’’-აცხადებს პერტაია.