მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს

6139a9bdf0708
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 10:30
686
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი პერტაია პარალელურად ევროპალატის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ევროპალატა ევროკავშირში ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს, 43 ევროპულ ქვეყანას ფარავს, 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნესს და ასევე 1700 რეგიონალურ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას აერთიანებს.

„საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს“, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.