მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: ინვესტორებს კითხვები აქვთ, რამდენად სტაბილური ბიზნესგარემოა ქვეყანაში

5e4bba762315f
დავით ჯალაღონია
18.02.20 15:05
1414
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და ბოლო პერიოდში, ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გავრცელებული წერილების ფონზე, ინვესტორებს კითხვები აქვთ ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან მიმართებით.

"კითხვები არის, თუმცა არის იმ ჭრილში, რომ აინტერესებთ რამდენად სტაბილური ბიზნესგარემოა. ანაკლიის პორტის ქეისი იმხელაა, რომ ვერც მე და ვერც ბევრი ადამიანი კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს და მე მგონი, უკვე იურისტების საქმეა ამ საკითხის თავიდან ბოლომდე შესწავლა და პრინციპში, როდესაც ამას გვეკითხებიან, მარტივად ვპასუხობ - მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაზე კარგი გამოსავალია შევხვდეთ იგივე ამერიკელ ბიზნესმენებს საქართველოში, ებრაელ ბიზნესმენებს, აზერბაიჯანელებს და ნებისმიერ ინვესტორს, რომლებიც ყოველდღე საქმიანობენ, გადასახადებს იხდიან, შეხება აქვთ საბაჟოსთან, პოლიციასთან და გაიგოთ მათი პოზიციები.

მათი უმეტესობა, თუ ყველა არა, ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არანირი რისკი, ან შიში იმისა, რომ ვიღაც მოვა და ბიზნესს წაგართმევს, არ არსებობს. ყველა ადასტურებს იმას, რომ საბაჟო-საგადასახადო პოლიცია კორუფციისგან თავისუფალია და აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი, ვისთანაც შეხება აქვთ, იქ კორუფცია არ არის, შესაბამისად, მთლიანი ბიზნესგარემო დადებითია და ასეთი ტიპის თითო-ოროლა ქეისი არსებობს ყველა ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.