მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია ტალინში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმში მონაწილეობს

615c00c2dd9f3
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.21 19:55
684
საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს ტალინში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი იმართება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიებას 13 ქართული კომპანიის 17 წარმომადგენლი და 26 ესტონური კომპანია ესწრება. ბიზნესფორუმში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების, კონსერვირებული საკვები პროდუქტების წარმოების, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შედიან.

ფორუმის მონაწილე ესტონურ ბიზნესდელეგაციას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნესშესაძლებლობები სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გააცნო. თავის მხრივს, ესტონეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა მაიტ პალტსმა ისაუბრა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიზნეს-დიპლომატიის დირექტორმა ჰეიტი მაემესმა.

ბიზნესფორუმის მიზანი საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებაა, სადაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის ინტერესების გათვალისწინებით შეხვედრები დაგეგმილია ესტონეთის ინოვაციისა და ბიზნესის ცენტრებში, ასევე, ელექტრონული მომსახურების სერვისების შესწავლის მიზნით ესტონეთის ელექტრონული მომსახურებისა და ტექნოპოლის სამეცნიერო ცენტრებში.