მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია ვენაში, სავაჭრო პალატის თანაორგანიზებით მიმდინარე ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

6165be2724984
BM.GE
12.10.21 21:05
523
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ქალაქ ვენაში, სავაჭრო პალატის თანაორგანიზებით მიმდინარე ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს.

ღონისძიებას 10-მდე ქართული და 50-ზე მეტი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
გიორგი პერტაიამ, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა და ქართული კომპანიები წარადგინა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ვან დერ ბელენიმ მიმართეს.

ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება, სადაც ქართულ კომპანიებს აქვთ, შესაძლებლობა შეხვდნენ ბიზნეს პარტნიორებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.