მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: ამ ქვეყანაში არავინ არასდროს არაფერზეა პასუხისმგებელი

60704dcd11a74
ინგა მურუსიძე
09.04.21 21:44
1235
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ანგარიშვალდებულების ნაკლებობას მიიჩნევს. ამის არგუმენტად მას „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობაში არსებული ორი კომპანიის გაკოტრება მოჰყავს.

„ორი კომპანია კოტრდება, ამას კი ისე ვატარებთ, თითქოს „საპარტნიორო ფონდი“ გადასახადების გადამხდელთა ფულით არ იყოს დაფინანსებული. ვიღაცამ უნდა ახსნას, გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ კომპანიასთან დაკავშირებით რა ნაბიჯი გადაიდგა, რატომ და ა.შ. რომ ასეთი შედეგები დადგა.

კომპანია ყოველთვის შეიძლება გაკოტრდეს, თუმცა ვინმემ უნდა ახსნას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. არავინ არასდროს არაფერზე არის პასუხისმგებელი. ჩავარდა პრივატიზაცია? - არავინ არ არის პასუხისმგებელი, სავიზო რეჟიმზე ჩავარდნა გვაქვს? - პასუხისმგებელი არავინ არის, ტურიზმის პოლიტიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია? - პასუხისმგებელი არავინ არის“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე #BMGDRIVE-ში სტუმრობისას.