მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: დროა, პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდეს, პირველ რიგში, პარლამენტში

5eac67c46694f
თელარა გელანტია
01.05.20 23:50
1084
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, პანდემიის პირობებში, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობით იქცეოდა, მაგრამ დროა, პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდეს.

ამის შესახებ ქადაგიძემ bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ოპოზიცია და მთავრობა მოქალქეებს სთავაზობს თავის დღის წესრიგს, ამიტომ საჭიროა, პოლიტიკური პროცესის გაცოცხლება, თუ ეს არ დაბრუნდა, პირველ რიგში, პარლამენტში, რეალურ ცხოვრებაში, საქართველოს თითოეული მოქალაქე გამოვა, ჯამში დაზარალებული, ამიტომ მომხრე ვარ, არამხოლოდ ეკონიმიკის სტიმულირების მკაფიო გეგმის არსებობის, რაც ჯერ არაა, არამედ პოლიტიკური პროცესები უნდა დაუბრუნდეს იმ ჩარჩოებს, სადაც უნდა იყოს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ყველაზე ჯანსაღი პროცესი იქნება, თუ მთავრობის ინიციატივები უკვე კონკრეტულად გაწერილი, წარედგინება პარლამენტს და გაიმართება დებატები. „იქ გავიგებდით ჩვენ უფრო მეტ დეტალს“, - აღნიშნა მან.