მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: მოქმედების დროა!

6400fae185631
BM.GE
02.03.23 23:31
2784
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალ ქსელ "ფეისბუქში", ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ის წერს, - "მოქმედების დროა".

"უნდა შევძლოთ თანმიმდევრული და მასშტაბური ქუჩის გამოსვლების ორგანიზება, ტოტალური წინააღმდეგობა ყველგან და ყველა ფორმით!

უნდა დავუმტკიცოთ საკუთარ თავს და ყველა ჩვენ დასავლელ პარტნიორს რომ ვიმსახურებთ საკუთარ სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში!!!

მოქმედების დროა!!! #არაკოლაბორაციონიზმს #არარუსეთისგუბერნიას", - წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი ორმა კომიტეტმა დაუჭირა