მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: ნორმალური მენეჯმენტის პირობებში ვაქცინაცია 2 კვირაში დასრულდებოდა

607053c016cf9
ინგა მურუსიძე
09.04.21 17:14
2109
ჩვენ რომ ნორმალური მენეჯმენტი გვყავდეს, არსებული სიტუაცია 1-2 კვირაში დასრულდებოდა, - ამის შესახებ BMG-ს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გადაცემა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას ისაუბრა.

„სამწუხაროა, რომ ყველა პარამეტრით პრაქტიკულად მაჩანჩალები ვართ“, - განაცხადა ქადაგიძემ.

წამყვანმა ქადაგიძეს შეახსენა რამდენიმე ხნის წინ მის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ საქართველოს პანდემია შესაძლებლობად უნდა გამოეყენებინა და დიდი კორპორაციები გადმოებირებინა.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა შესაძლებლობა საქართველომ, თუ შანსი ხელიდან გაუშვა, ქადაგიძე პასუხობს:

"ვფიქრობ, ერთი ფაზა ცალსახად გავუშვით ხელიდან. ის, რაც პანდემიამ მსოფლიოს აჩვენა, არის საზღვრების და დისტანციის მოშლა.

მე მყავს მეგობრები, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში და მუშაობენ სხვაგან. ის, რომ ქალაქიდან ქალაქგარეთ გადის მოსახლეობა და ონლაინ ერთვება სამუშაოში, უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ქვეყნების დონეზეც უზარმაზარი შესაძლებლობებია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. პატარა ქვეყანა ვართ, მოსახლეობის სიმცირე არის უარყოფითი ფაქტორი, ამ შემთხვევაში კი არის დადებითი. ჩვენ რომ გვქონდეს ნორმალური მენეჯმენტი, კარგს არ ვამბობ, ნორმალურიც რომ გვყავდეს, 1-2 კვირაში დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. რეალურად, გვინდა 2 მლნ ვაქცინა და გამართული ინფრასტრუქტურა“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.