მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: არ მგონია, მთავრობისთვის რჩევების მიცემას აზრი ჰქონდეს

6103efcfc4f87
თელარა გელანტია
31.07.21 22:00
1017
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც ამჟამად Mckinsey-ის უფროსი პარტნიორია და იაპონიაში მუშაობს, ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის რჩევების მიცემას აზრი არ აქვს.

ასე უპასუხა ქობულიამ #Forbestalks-ის კითხვას - რა რჩევებს მისცემდა ყოფილი მინისტრი მთავრობას პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის გზაზე.

„მე დიდი სიამოვნებით მივცემდი რჩევებს მთავრობას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ღიაა ასეთი ტიპის რჩევების მისაღებად. არ მგონია ასე იყოს. მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი... არ მგონია, რომ რასაც მე ვლაპარაკობ, მათ შორის რეფორმების საჭიროებაზე, ეს მათთვის უცნობი იყოს. უბრალოდ, ეს არაა მათთვის პრიორიტეტი და ასეთ სიტუაციაში, არ მგონია, რომ ჩემი მხრიდან რჩევების მიცემას აზრი ჰქონდეს“, - აცხადებს გიორგი ქობულია.

შეგახსენებთ: გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან 2019 წლის პირველ ნახევარში მოხსნეს, რაც თავადაც დაადასტურა.