მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება

5caf49b91d658
თელარა გელანტია
11.04.19 18:13
1075
საქართველოში ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელი კლასტერების შექმნის შესახებ კვლევის შედეგები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლებიც ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს გააცნეს.

შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს აქვს ორივე სექტორის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი.

გიორგი ქობულიას თქმით, ტექსტილის შემთხვევაში საუბარი იყო უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების საწარმოების შექმნაზე, ავეჯის შემთხვევაში კი - მასიური ხის ავეჯის წარმოების სპეციალიზებაში.

„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ორივე მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება. ამ მიზნით, ევროკავშირი გამოგვიყოფს საერთაშორისო დონის ექსპერტებს, რომლებიც გააერთიანებენ ქართველ მწარმოებლებს თითოეულ სექტორში, დაეხმარებიან მათ, აამაღლონ წარმოების ეფექტურობა, შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები წარმოებაში და რაც ყველაზე მთავარია, იპოვონ მყიდველები და აითვისონ ევროკავშირის ბაზარი. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა უახლოეს ხანებში ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.