მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: ფორმულა - როდის (არ) სჯობს ეკონომიკის ჩაკეტვა, არ არსებობს

6102ba889acdf
თელარა გელანტია
29.07.21 23:20
781
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ექსმინისტრ გიორგი ქობულიას შეფასებით, საქართველოს მთავრობას პანდემიის მართვისას უხეში შეცდომა არ დაუშვია. როგორც მან BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ახლა ყველაზე მთავარია, მოსახლეობა ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

„ეს იქნება საწინდარი ჩვენი ეკონომიკის აღდგენის და განვითარების“, - ამბობს ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად იაპონიაში საქმიანობს და Mckinsey-ის უფროსი პარტნიორია.

„თუ ეპიდვითარების მართვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრ რამეში გავაკრიტიკოთ მთავრობა თან იმ გადმოსახედიდან, ვის ვედრებით. ხშირად მესმის კომენტარები რომ ამერიკაში ან ევროპაში ასეა ანუ კარგად იმართება და ჩვენთან არა, მაგრამ ობიექტურად ხომ უნდა შევხედოთ სიტუაციას - როგორ შეიძლება შევედაროთ ამერიკას ან ევროპას, რომელთაც ათეულწლობით ჩამოვრჩებით. ამდენად, თუ გავიაზრებთ ვინ ვართ ჩვენ და სად ვართ, მაშინ გამოდის, რომ არცთუ ისე ცუდად მართა მთავრობამ პანდემია. სხვადასხვა მოწინავე ქვეყნებსაც კი ჰქონდა სერიოზული პრობლემები კოვიდ-კრიზისის მართვის თვალსაზრისით.

მაგალითად მე ახლა ვარ იაპონიაში. ამ ქვეყანამ ძლივს შეძლო, რომ ორი თვის წინ შემოეტანა ვაქცინა და მასობრივი ვაქცინაცია დაეწყო. სხვათაშორის იაპონიაშიც იყო ისეთი პრობლემები, რაც საქართველოში - მეორე დოზის მიღების დრო როცა მოვიდა, მოქალაქეებს ვაქცინა არ დახვდათ. ამდენად, ყველაფერს ობიექტურად უნდა შევხედოთ - ეს კრიზისი ძალიან რთული სამართავია“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა და დასძინა, რომ ახლა ყველაზე მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, რაც ძალიან ცუდია.

რაც შეეხება პანდემიის მიზეზით საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული „ლოქდაუნების“ საჭიროებას და აუცილებლობას, გიორგი ქობულია ამბობს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ მსჯელობაა შესაძლებელი.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა გადაწყვეტილება იყო სწორი და რა - არა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათემატიკური ფორმულა - როდის სჯობს ჩაკეტვა ან როდის არის გვიანი, არ არსებობს. ამის ფორმულა მსოფლიოში არავის აქვს - ერთს ერთი აზრი აქვს, მეორეს - მეორე, ამიტომ რომ ვთქვათ, წინა პრემიერმა რომ ჩაკეტა ქვეყანა არასწორი იყო ან მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რომ გახსნა, სწორია, ასეთი მსჯელობა ალბათ ფაქტებს და აზრს მოკლებულია, თუმცა პრინციპში, ახლა რომ ვუყურებთ, უხეში შეცდომა დაშვებული არ იყო“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.