ვერ ვიტყვით, რომ რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, არის დიდი შეცდომა, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, სხვადასხვა ექსპერტებს ჰქონდეთ განსხვავებული აზრი მთავრობის მიერ მიღებულ შემზღუდველ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა, მთლიანობაში სტრატეგია არის სწორი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ასეთ სიტუაციაში, ასე არის ბევრი სხვა ქვეყანა. ბევრი ქვეყანა სხვა გზით წავიდა, კარგი მაგალითია შვედეთი, რომელიც არ ჩაკეტეს, შემდეგ ინანეს, შემდეგ კი თქვეს რომ არა, თურმე სწორად მოვქცეულვართო. ამიტომ აქ არის ისეთი გაურკვევლობა, რომ ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით იმას, რომ რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს არის დიდი შეცდომა. მე არ მიმაჩია რომ დიდი შეცდომა იყო დაშვებული. რა თქმა უნდა სხვადასხვა ექსპერტს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა აზრი“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ხოლო კითხვაზე რამდენად არის ლოგიკა იმაში რომ მაგალითად სილამაზის სალონები არ დახურულა, ხოლო ფიტნეს-ცენტრები დაიხურა, ქობულიამ უპასუხა:
„ამაში არის ლოგიკა, ასეთი სქემით წავიდნენ სხვა ქვეყნებიც. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ეს ლოგიკა არის არასწორი და ის ლოგიკა არის სწორი. ალბათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა მიიღება მთავრობის მხრიდან, მთლიანობაში ყველაზე გამართლებული სტრატეგიაა. მაგრამ არავინ უარყოფს იმას, რომ ამ სტრატეგიის გაუმჯობესება წერტილოვნად ყოველთვის შეიძლება. მთლიანობაში ეს სტრატეგია არის სწორი“, - აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა