მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულიას 3 რჩევა გიორგი გახარიას მთავრობას

5fedafb6e85ad
თელარა გელანტია
04.01.21 10:00
3808
„2021 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე 2020 იყო“, - ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა. ექს-მინისტრს მიაჩნია, რომ ტურიზმის ამოქმედების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკას აღდგენა გაუჭირდება.

„ქვეყანა 2021 წელს, ფაქტობრივად, დახურული ეკონომიკით იწყებს“, - ამბობს გიორგი ქობულია და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე და ახლა უკვე ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

„თუ ტურისტი არ შემოვიდა, ეკონომიკის აღდგენის სხვა სწრაფი გზა არ გვაქვს. თუ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა ვერ გააკონტროლეს ეპიდსიტუაცია და იქიდან და სხვა ქვეყნებიდან ტურისტი არ შემოვიდა, ძალიან მძიმე სიტუაცია გვექნება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ის მთავრობას სამი ნაბიჯის გადადგმას ურჩევს:

„თუ სწრაფად გვინდა ეკონომიკის აღდგენას მივაღწიოთ, მაქსიმუმი უნდა ჩაიდოს ვაქცინაციაში. არ ვიცი რჩევა ვის უნდა მივცე, ვინ არის ნამდვილი მთავრობა, თუმცა მათ ჰყავთ 2-3 კაცი, რომელთაც მოლაპარაკებების წარმოება შეუძლიათ; ვგულისხმობ თუნდაც მოადგილეების დონეზე კვალიფიციურ კადრებს, ვისაც შეუძლია რაღაცეების დაითვალოს და გათვალოს. ჩემი აზრით, ეკონომიკის აღდგენის გეგმა მდგომარეობს სამ რამეში: 1. მასშტაბური ვაქცინაცია, 2. საგარეო პოლიტიკის დაბალანსება - აქ ვგულისხმობ მათ შორის იმას, რომ რუსეთთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რომ ფრენები აღვადგინოთ, რადგან ტურისტების უდიდესი ნაწილი საქართველოს, ჯერჯერობით, რუსეთიდან ჰყავს; ასევე, ევროპასთანაც იგივე უნდა გავაკეთოთ - აღდგეს ავიამიმართულებები და 3. გადაიდგას ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ არ განადგურდნენ სასტუმროები და რესტორნები, რადგან როდესაც საზღვრები გაიხსნება და ტურისტები ჩამოსვლას დაიწყებენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შესაბამისი სერვისი დახვდეთ“, - აცხადებს გიორგი ქობულია.