მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი რამიშვილი: სირთულეების მიუხედავად, Euronews Georgia-ს ეთერში დროულად გაშვება მაინც მოვახერხეთ

5ecd4d4c14526
BM.GE
26.05.20 20:44
2755
მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც პანდემიის გამო შეგვექმნა, მაინც მოვახერხეთ „ევრონიუს საქართველოს“ დროულად გაშვება ეთერში. მაუწყებლობის იმ ვადებში დაწყება, როგორც საქართველოს საზოგადოებას დავპირდით, – ამის შესახებ "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა განაცხადა.

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მაუწყებლობას 26 მაისს ვიწყებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საინფორმაციო არხი დიდ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, სწორედ ამან შეგვაძლებინა ამ რთულ დროს „ევრონიუს საქართველოს“ ეთერში გაშვება", – აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, "ევრონიუს საქართველო" დღეიდან გავიდა ეთერში.