მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი რურუამ "მთავარი არხის" 2.5% იყიდა და $250,000-ის ინვესტირების ვალდებულება აიღო

5d8a443538133
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.19 20:44
2899
ბიზნესმენმა გიორგი რურუამ "მთავარი არხის" მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, ახალი მაუწყებლის მესაკუთრეთა სიაში არსებული ცვლილება საჯარო რეესტრმა დღეს დაარეგისტრირა. 

წილის ნასყიდობის დოკუმენტაციის მიხედვით, რურუამ მასში 2,500 ლარი გადაიხადა და სანაცვლოდ ტელეკომპანიის საწესდებო კაპიტალში $250,000-ის შეტანის ვალდებულება აიღო.

24 სექტემბრის მდგომარეობით, ტელეკომპანიის მაჟორიტარი აქციონერია ნიკა გვარამია, რომელსაც 51%-იანი წილი ეკუთვნით, კახაბერ ანჯაფარიძის წილი 46.5%-ს, გიორგი რურუას წილი კი, 2.5%-ს შეადგენს. 

მთავარმა არხმა მაუწყებლობა 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო.

"მთავარი არხი" "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს.