მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი სალაყაია: "ბადაგონს" და საგამოძიებო სამსახურს შორის პრობლემა ამოწურულია

5ef0f538d5273
ნინი ლონგურაშვილი
22.06.20 23:10
1217
"ის უსამართლობა, რომელიც ტრიალებდა ჩვენ ირგვლივ პრაქტიკულად ამოწურულია”, - ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანია "ბადაგონის" მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სალაყაიამ ისაუბრა.

"თქვენ ახლა გაგვახსენეთ ის თემა, რომელის გახსენებაც ჩვენს გუნდს, ჩვენს მომხმარებელს და ყველა ჩვენს გულშემატკივარს ნამდვილად მივიწყებული გვაქვს, რადგან ის უსამართლობა, რომელიც ტრიალებდა ჩვენს ირგვლივ პრაქტიკულად ამოწურულია. არის გარკვეული სამართლებრივი კუდები, რომლებიც, ვფიქრობთ, უახლოეს ხანებში ამოიწურება, არც ვკითხულობთ, რომ იტყვიან", – განაცხადა გიორგი სალაყაიამ. 

ინფორმაციისთვის, 2018 წლის თებერვალში კომპანია "ბადაგონში“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახური შევიდა. გამოძიება "ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე მიმდინარეობდა.

კომპანია „ბადაგონის“ 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში "ბადაგონში“ წილს ფლობდა „გრაკორო“, რომელიც გიორგი სალაყაიას წილის მითვისებაში სდებდა ბრალს.