13.სექტემბერი.2018 19:00
საზოგადოება

გიორგი სიგუა დიმიტრი ქუმსიშვილს და გიორგი ჩოგოვაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

გიორგი სიგუა დიმიტრი ქუმსიშვილს და გიორგი ჩოგოვაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს
გიორგი სიგუა დიმიტრი ქუმსიშვილს და გიორგი ჩოგოვაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს, როგორც მან ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ეს ორი ადამიანი გარიგებაში შევიდა ბრანკო კოსტადინოვთან, რომელმაც წელს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ დააორგანიზა.

,, ბრანკო კოსტადინოვი, რომელსაც არ აქვს არავითარი პრომოუტერული წარსული, ფეისბუქი არ აქვს, ინსტაგრამი არ აქვს, არც იგუგლება ეს ადამიანი, ჩამოდის საქართველოში 21 მაისს, არეგისტრირებს შპს,,ანაკლია ინთრთეიმენტ გრუპს“ არის ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფობელი და მას ქუმსიშვილის დავალებით, გიორგი ჩოგოვაძე, ურიცხავს პირდაპირ 4 მილიონ 152 ათას ლარს ახალი ოთხდღიანი ფესტივალის ჩასატარებლად" - განაცხადა სიგუამ.

მისივე თქმით, ბრანკო კოსტადინოვი ნასამართლევია, ბრალდებულია კალიფორნიის შტატში ადამიანების გატაცებაზე ფულის გამოძალვისთვის და არაერთხელ ჰქონია კანონთან პრობლემა ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

„ ,,ჯემ ფესტივალის“ გასაკეთებლად 2017 წელს 32 დღეზე დაეხმარა მთავრობა 4 მილიონით, რა არის ეს, თუ არა კორუფცია, კრიმინალი? ჩაატარებინეს ბრანკოს ეს ფესტივალი, სადაც უამრავი ფაქტი დაფიქსირდა ნარკოტიკების გამოყენების, სიკვდილის, ზედოზირების. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ბრანკო, ქუმსიშვილი და ჩოგოვაძე იყვნენ გარიგებული ამ საქმეში“ - განაცხადა გიორგი სიგუამ.

23.ივლისი.2019 17:00
56

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:31
177

„ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა“ - რივალდო ქუთაისშია

ვრცლად
23.ივლისი.2019 13:46
102

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

ვრცლად
23.ივლისი.2019 12:10
617

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:20
187

„მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება, რომ ბიუჯეტი მათი საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ“

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:00
213

მერია: რეაბილიტირებულ პარკებში კომერციული ფართები გათვალისწინებული იქნება

ვრცლად