მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი თარგამაძე "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

5e39b91067fdf
BM.GE
04.02.20 22:29
2304
გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას formulanews-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, თარგამაძე პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება მის საავტორო გადაცემას, „დროება“ ეთერში, სავარაუდოდ, აპრილში გავა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძე გარდა თავისი გადაცემებისა, ჩაერთვება არხის საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაში, როგორც დირექტორის მოადგილე.