მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი თხელიძე: თუკი არ იქნება ლოქდაუნი, ვფიქრობთ წელს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება

607c70faae305
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.21 21:44
1182
“ვფიქრობთ რომ შეიძლება ეკონომიკა 4%-ით გაიზარდოს წელს. მაგრამ ეს პროგნოზი დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ აღარ გვექნება ლოქდაუნი,” - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი თხელიძე აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მოსახლეობის მხრიდან ვირუსის გავრცელების შესამცირებლად მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი. ამასთანავე გიორგი თხელიძე ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების და მოსახლეობისთვის ამ საკითხზე ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების შესახებ ამახვილებს ყურადღებას.

“იმისთვის, რათა ვაქცინაციის დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, ამისთვის აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ვაქცინების შემოტანა და მოქალაქეთათვის კარგად ახსნა, რომ ეს არის აუცილებელი ამ კრიზისის დასასრულებლად. მეორესმხრივ, რადგან ეს კვარტალი იქნება საკმაოდ რთული, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი თავდაცვის საშუალებებით, რომ ავირიდოთ მესამე ხანგრძლივი ჩაკეტვა, რადგან იმ პროგნოზებით და მიგნებებით, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ გავაზიარეთ, ვფიქრობთ რომ შეიძლება ეკონომიკა 4%-ით გაიზარდოს წელს. მაგრამ ეს პროგნოზი დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ აღარ გვექნება ლოქდაუნი. ამიტომ, ადაპტაცია, თავდაცვა და სწრაფი ვაქცინაცია - ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- აღნიშნავს გიორგი თხელიძე.

“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე საუბრობს მათ მიერ წარსულში გაკეთებულ პროგნოზებზეც და ამბობს, რომ გასულ წელს ეკონომიკური ზრდის შესახებ პროგნოზებში ბევრად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვაქცინების შექმნის საკითხს, თუმცა დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ასევე კრიტიკული საკითხი ქვეყანაში ვაქცინების შემოტანა და მოსახლეობის მხრიდან ვაქცინის გაკეთებისთვის მზაობაა.

“არის გამოთქვა კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ბანკის მიერ მომზადებულ პროგნოზებს, მაგალითად შარშან პროგნოზებში ძირითადი აქცენტი იყო ვაქცინის გამოგონებაზე, ვფიქრობდით, რომ ვაქცინის გამოგონების შემდგომ გაცილებით უფრო მალე დაიწყებდა ეკონომიკა აღდგენას და პანდემიის შეჩერება უფრო მალე მოხდებოდა,”- ამბობს გიორგი თხელიძე.

6 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. IMF-ი წელს ქვეყანაში მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის, როდესაც წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.

გიორგი თხელიძე "Forbes-ის კვირაში"