მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ვაშაძე: ეს დღე უნდა იყოს საქართველოს შემობრუნების წერტილი

5f9cf9111f8fc
ინგა მურუსიძე
31.10.20 09:46
1318
"საარჩევნო უბნებთან არსებული რიგები იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს შემობრუნების დღეა და ქვეყნის მომავლის გასაღები სწორედ მოქალაქეების ხელშია.

„ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან, მოვედი ოჯახთან ერთად და ხმა მივეცი აღმშენებლობას. ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება განხორციელდეს და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს შემობრუნების წერტილი. ამ არჩევნებში ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ყველას ვთხოვ, მოდით არჩევნებზე, თქვენს ხელშია საქართველოს მომავლის გასაღები. საარჩევნო უბნებთან არსებული რიგები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ იოტისოდენა შანსიც კი არ აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ უმრავლესობა ჰქონდეს“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებს.