“შოკში ვარ, კომერციულ ბანკებს რამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი. დღეს პენსიონერს სესხი ლარში აქვს აღებული და 36%-ს იხდის. ეს უსამართლობა არ არის?” -ამის შესახებ #Forbestalks-ში პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სახელმწიფომ პენსიების გაცემის მონოპოლია “ლიბერთი ბანკს” მისცა.
“პენსიონერს დღეს შესაძლებლობა არ აქვს ლიბერთი ბანკის გარდა სესხი სადმე სხვაგან აიღოს. ასევე პენსიონერს შესაძლებლობა არ აქვს ლარიზაციის პროგრამის გამო სესხი დოლარში აიღოს, რომ მისი სესხი ლარში გაცემულ სესხის პროცენტზე დაბალი იყოს.
მე ბანკებთან ბრძოლას კი არ ვაპირებ. ვაპირებ, რომ მონოპოლისტური უფლებების მქონე ბანკებს ეს უფლებები აღარ ჰქონდეთ და ბაზარზე კონკურენცია იყოს” - ამბობს გიორგი ვაშაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ლარიზაციის პროგრამას აღარ გააგრძელებს.
“კატასტროფული ლარიზაციის პროგრამის გაჩერებას ვაპირებ და თანაც სასწრაფოდ. რატომ? იმიტომ, რომ ლარიზაციის პროგრამამ ყველა გაგვაღარიბა და ბანკებს მეტი მოგება მისცა. მე არ მჯერა, რომ ლარიზაციის პროგრამა წინასწარ კარგად გათვლილი დანაშაულებრივი სქემა არ იყო. ეროვნული ბანკი ამ მონოპოლისტური სისტემის მთავარი ლობისტი და სხვა ახალი ბანკების ქვეყანაში შემოსვლის მთავარი შემაფერხებელია.
რატომ არის, რომ ქართულ ბანკებს 25%-იანი მოგება აქვთ? არა იმიტომ, რომ სესხების გაცემის დროს რისკებს აზღვევენ, არამედ იმიტომ, რომ სებ-მა მათ გარანტია მისცა, რომ მათ გარდა ბაზარზე არავინ შევიდოდა. მათ ერთმანეთში მოქმედების წესი სასესხო პროცენტებთან დაკავშირებით აქვთ შეთანხმებული, როგორც ლართან, ასევე დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით. ამის მთავარი წამახალისებელი ეროვნული ბანკია, რომელიც აუცილებლად უნდა გავაუქმოთ და მომხრე ვარ, ეროვნული ბანკი გავაუქმოთ. იმიტომ, რომ კრედიტებზე ხელმისაწვდომობის, ფულის გაიაფების და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მთავარი წინაღობა სებ-ია” - განაცხადა ვაშაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ