მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, ვფიქრობ, "ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება

5f9ce9d723b2f
ელენე გოგბერაშვილი
31.10.20 08:30
1453
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ხმის მიცემის შემდეგ ივანიშვილმა მედიასთან თქვა, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ საშუალოდ მმართველი პარტია პარლამენტში 100 მანდატს მიიღებს.

„მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, ადამიანის ღირსების და პატივის დაცვას. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული და ასევე, ვფიქრობ, უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას.

მოვუწოდებ ყველას, რომ თავისი ოჯახის მომავლის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა.

"ვფიქრობთ, რომ ხმების 55%-60%-ს ავიღებთ. თუ ადევნებთ თვალს სხვა კვლევებიც არსებობს შიდაპარტიულის გარდა. კოალიციას გამოვრიცხავთ. ჩვენ უმრავლესობით მოვალთ. ვფიქრობ, "ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება,  პლიუს-მინუმ 2 მანდატი“, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.