მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხიშტოვანი 10-წლიან გეგმაზე: ამ გეგმას ამბიციურობა არ გააჩნია

60e87d4064368
ლიკა გურაბანიძე
09.07.21 22:45
763
მთავრობის მიერ წარდგენილი 10-წლიანი გეგმის ეკონომიკური ნაწილი “საქმიან დილაში” PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში კონკრეტული სექტორები და მასში ჩადებული ინვესტიციები უნდა იყოს.

“როდესაც საუბარი მაჩვენებლებზეა, საქართველოში უკანასკნელმა ათმა წელმა გვაჩვენა, რომ რეალური ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე მისი მიზნობრივი მაჩვენებლები და როგორც წესი ეროვნული ვალუტა მკვეთრი გაუფასურებით ხასიათდება. ამიტომ, რაღაც ტიპის პროგნოზირება უნდა გაკეთდეს. შემდგომ რეალურ მაჩვენებლებზე დაფუძნებით და რეალისტური ინფლაციური პროგნოზების გათვალისწინებით, 2030-ში მიზნების დასახვა უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, სახელმწიფო უფრო ხშირად ფიქრობს იმაზე რამდენს დავხარჯავ და არა იმაზე, რას მიიღებს.

ფაქტია, რომ წინა გეგმითაც იმ გამოწვევების დაძლევა ვერ მოახერხა, რა გამოწვევების წინაშეც საქართველო იდგა. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ამ გეგმის შესრულების პირობებშიც იგივე გამოწვევების წინაშე არ ვიდგებით. ამ გეგმას ამბიციურობა არ გააჩნია და ფაქტობრივად ეს განცხადებაა, რომ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება როგორც იყო.” - განმარტა ხიშტოვანმა.

ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 10-წლიანი გეგმის ეკონომიკური ნაწილის წარდგენისას განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა აპრილსა და მაისში იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა სულ მცირე 8% იქნება.

“ეს ნიშნავს, რომ გასული წლის ვარდნას სრულად გავანულებთ და აბსოლუტურ ზრდაზე გადავალთ, ხოლო შემდეგ 2025-2030 წლებში 5-5.2%-იან ზრდას შევინარჩუნებთ, რაც ეკონომიკური ზრდის რეგიონული ლიდერის სტატუსს განგვიმტკიცებს“, - განაცხადა თურნავამ.