მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძის ინფორმაციით, რესტორნების თანამშრომლებს საშვების მიღება უპრობლემოდ შეუძლიათ

5fd1ec6e511b2
ინგა მურუსიძე
10.12.20 13:36
976
სახელმწიფოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვებით, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ბიზნესი აცხადებს, რომ ე.წ. დელივერი სერვისი საკმაოდ ძვირი ჯდება და კვების ობიექტებს, ხშირ შემთხვევაში მათი გამოყენება არ უღირთ. რესტორატორების თქმით, ისეთი კომპანიები, როგორიც “ვოლტი” და “გლოვოა”, შეკვეთის 25%-30%-ს ითხოვენ, რის გამოც მათი დაქირავება აღარ უღირთ.

მათივე ინფორმაციით, რესტორნების თანამშრომლებს არ აქვთ საშვები, რაც პრობლემას ქმნის, რომ მათ თავად განახორციელონ ადგილზე საკვების მიტანა.

საკითხის კომენტირებისას შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ამბობს:

„ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ არის, თუმცა, ნებისმიერ უწყებას შეიძლება მიმართოს დაინტერესებულმა პირმა, ვისაც ეს სჭირდება და საშვები უპრობლემოდ გაიცემა, რათა ნებისმიერ ბიზნეს-ოპერატორს უპრობლემოდ მიეცეს ფუნქციონირების საშუალება“.