მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპის ვინაობა ცნობილია

5f7371ca4bb3b
თამთა ჯიჯავაძე
29.09.20 21:38
2543
GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. 

კერძოდ, გამარჯვებულები არიან:

–MailJail Automated Email Interception and Monitoring System - ელექტრონული შეტყობინებების ავტომატური მონიტორინგის ახალი სისტემა.
–InsureWise - პლატფორმა თავს მოუყრის სადაზღვევო პროდუქტებს და საშუალებას მისცემს მომხმარებელს შეადაროს, შეარჩიოს, შეიძინოს და შემდგომ მართოს პროდუქტი.
–REVI BOXES - მშენებლობა მეორედი სატვირთო კონტეინერების გამოყენებით სასტუმრო სექტორისთვის.
–SMART FERT 4.0 - ახალი თაობის, ნიადაგის მასტრუქტურირებელი „ჭკვიანი“ სასუქი-დანამატები.
–CORVIS - პროექტის მიზანია შესყიდვების პროცესების სრული ციკლის გამარტივება.
–InterREIT.com - Real Estate Shares Trading Platform - კომპლექსური პროექტის მეშვეობით საინვესტიციო ბიზნესი ხელმისაწვდომი გახდება მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის.
–DENTOS - Dental Platform - სტომატოლოგიური პლატფორმა (ღრუბლოვანი ტექნოლოგია), რომელიც უზრუნველყოფს სტომატოლოგიური სერვისების ციფრულ და სწრაფ მიღებას.
–Logisticwise - ელექტონული კომერციის ლოჯისტიკის სრული ციკლის მართვის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დამყარებულ საწყობის, შეკვეთებისა და საფოსტო სერვისების ერთიან მართვას.
–Kovzy - კვების ბიზნესის პროცესების ტრანსფორმაციის ერთიანი პლატფორმა, რომელიც შექმნის დარგის სრულ ციფრულ ეკოსისტემას.
–Cyber Security Management Platform – CSMP - პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხოების მართვის პლატფორმის შექმნა და განვითარება.
–www.rajdeba.ge - auto leasing comparison website - ავტო სესხის შედარების პლატფორმა - ფინტექ პროდუქტი ავტოლიზინგის კომპანიის შესარჩევად.
–Cyber-Lawyer - იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმა, რომელიც იურისტის მონაწილეობის გარეშე მომხმარებლებს გაუმარტივებს ხელმისაწვდომობას იურიდიულ ინფორმაციაზე და დაეხმარება იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესში.
–Leadin.ge - Centralized real estate affiliate platform - უძრავი ქონების გაყიდვების პირველი ცენტრალიზებული, გლობალური პლატფორმა, რომელიც შემოგვთავაზებს ახალ, ინოვაციურ მეთოდებს სექტორში.
–JOBIA Profit - ინოვაციური მობილური და ვებ-აპლიკაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის.
–Cloud-based platform Ehotelspace - ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით სრულად შეცვალოს სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი.
–OFOODO - პროექტი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში მოაქციოს კვების ობიექტები,რაზეც წვდომა ექნება ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს.
–Keto Diet App - წონის კორექტირების აპლიკაცია, რომელიც გვთავაზობს ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვას.
–BWise Solutions - ონლაინ-პლატფორმა მცირე და საშუალო აუდიტორული საქმიანობისთვის.
–CityPay.io - კრიპტოვალუტით გადახდის სისტემა კომერციული სექტორისთვის.
–Agronavti - ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა აგრო სექტორისთვის განათლების, ინფორმირებისა და გაყიდვის ბაზრების მოძიების მიზნით.